შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო და მიზანი
2.1. სკოლის საქმიანობის ხელშეწყობა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
2.2. სკოლის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციის თანამშრომელთა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;
2.3. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება.
მუხლი 2. სკოლის სტატუსი
მუხლი 3. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
ა) საგნობრივი მიზნები, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ბ) პიროვნული მიზნები, რაც მოიცავს თითოეული მოსწავლის სტიმულირებას სოციალური ინტერაქციის, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კუთხით.
გ) საერთაშორისო მიზნები, რაც ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ცოდნის მიცემასა და ცნობიერების ჩამოყალიბებას. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაიაზროს ხალხის, კულტურისა და ქვეყნების, როგორც დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის, ისე ურთიერთდამოკიდებულების ცნებები.
ა) საიმედო და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;
ბ) თითოეული ბავშვის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება და მიღწევების აღიარება;
გ) დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
დ) კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
ე) საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მუხლი 4. სკოლის მართვის პრინციპები
ა) სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
გ) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.
თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 5. სკოლის სტრუქტურა
თავი III. სკოლის დირექცია
მუხლი 6. სკოლის დირექტორი
სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესებს, სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმებს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა აქტებს;
დ) განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ე) შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას;
ვ) მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს პედაგოგიური საბჭოს;
ზ) ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან (ექვსწლიან) და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;
თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ;
ი) განკარგავს თანხებს;
კ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ლ) ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
მ) აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ;
ო) უფლება აქვს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
პ) უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. აგრეთვე, თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საშიშროება, რომელიც:
პ.ა.) საფრთხეს უქმნის სასკოლო საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებას;
პ.ბ)ახალისებს ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარებას;
პ.გ) ახდენს უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულის ან ძალადობისკენ წაქეზებას;
პ.დ) ხელს უშლის სასწავლო პროცესის მსვლელობას, სკოლის საქმიანობას ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას;
ჟ) პარტნიორთა საერთო კრებას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
მუხლი 7. ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი
1.1. განახორციელოს ჰუმანიტარული მიმართულების პოლიტიკა და სტრატეგია;
1.2. ხელმძღვანელობა გაუწიოს ენათა კოორდინირებული სწავლებისა და კულტურათა დიალოგის პროგრამების განხორციელებას;
1.3. უზრუნველყოს სკოლაში საავტორო პროგრამების დანერგვა და მონიტორინგი;
1.4. მონაწილეობა მიიღოს უცხოური ენების, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დისციპლინების მასწავლებელთა კოორდინირებული მუშაობა.
მუხლი 8. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში
1.1. განახორციელოს საკუთარი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და შინაგანაწესის შესაბამისად.
1.2. ორგანიზება გაუკეთოს სასწავლო პროგრამების შემუშავებას;
1.3. მასწავლებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღოს მათი საათობრივი დატვირთვის განაწილებაში და წარუდგინოს სკოლის დირექტორს;
1.4. უხელმძღვანელოს, კოორდინირება და მონიტორინგი გაუწიოს საგნობრივი კათედრების ეფექტურ მუშაობას, კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებებისა თუ გამოცდების მიმდინარეობას;
1.5. სკოლის დირექტორთან ერთად ყოველდღიურად იზრუნოს სკოლის დისციპლინის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ნორმალურად წარმართვა.
1.6. გაუწიოს კოორდინირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო-სააღმზრდელო პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე სასწავლო წელს არის დაგეგმილი.
1.7. ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;
1.8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის მომზადებულად და ეფექტურად დაწყებისთვის;
1.9. მონიტორინგი გაუწიოს წრეების მუშაობას;
1.10. დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში პასუხისმგებელია სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფასა და მართვაზე.
მუხლი 9. დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში
1.1. წარმოადგინოს სკოლა საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან და უცხოურ წარმომადგენლობებთან;
1.2. დაამყაროს კავშირი/ურთიერთობა საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;
1.3. უზრუნველყოს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
1.4. უზრუნველყოს საერთაშორისო საზაფხულო სასწავლო ბანაკების ორგანიზება, შესაბამისი პარტნიორების მოძიება და კოორდინირება;
1.5. დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს სკოლის საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებს;
1.6. ხელი შეუწყოს პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და ე.წ. „ვორქშოპებში“;
1.7. ითანამშრომლოს საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის საინფომაციო ცენტრთან და შვეიცარიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
1.8. ზედამხედველობას უწევს სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის საიტი და სხვა).
მუხლი 10. ხარისხის მართვის მენეჯერი
2.1. შეიმუშაოს სკოლის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების პროექტები;
2.2. ორგანიზება გაუწიოს სკოლის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელ პროცესს;
2.3. მასწავლებლებს მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შესახებ;
2.4. იზრუნოს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე;
2.5. განახორციელოს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასება;
2.6. სკოლის დირექტორს წარუდგინოს ანგარიში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
2.7. შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
თავი IV. სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი
მუხლი 11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების კოორდინატორი
1.1. ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას.
1.2. საგნობრივ კათედრაზე დაგეგმოს სამომავლო აქტივობები - მათ შორის ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება;
1.3. პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სკოლის მასწავლებლებისთვის მოაწყოს სამუშაო შეხვედრები;
1.4. ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას;
1.5. სკოლის მასწავლებლებს ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგებისა და სემინარების შესახებ;
1.6. საჭიროების შემთხვევაში, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებსა და მეთოდიკების გაცნობის მიზნით ჩაატაროს ტრენინგები.
1.7. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 12. სკოლის ბუღალტერი
1.1. უზრუნველყოფს და აკონტოლებს სკოლის წინაშე არსებული საფინანსო ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
1.2. ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზებას და დროულად ითვისებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს;
1.3. დროულად აწარმოებს ანგარიშსწორებას ბანკთან, საგადასახადო ორგანოებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან.
1.4. ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვასა და რეგისტრაციას ელექტრონულ პროგრამაში, ასევე, ბუღალტრული დოკუმენტების შენახვას და არქივაციას;
1.5. ასრულებს დამსაქმებლის სხვა დავალებებს. მათ შორის, დირექტორის დავალებით მონაწილეობს ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს, რომელსაც ასახავს შედარების უწყისში.
მუხლი 13. საქმისმწარმოებელი
5.1. მიიღოს, განიხილოს, დაამუშავოს, დაარეგისტრიროს კორესპონდენციები, აწარმოოს სააღრიცხვო-საცნობარო დოკუმენტაცია, გადაგზავნოს/გადასცეს დანიშნულებისამებრ შესაბამის პირს/ორგანოს; აწარმოოს სხვადასხვა სარეგისტრაციო ჟურნალები;
5.2. აწარმოოს და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს სკოლის დოკუმენტაცია;
5.3. დაახარისხოს საარქივო დოკუმენტაცია;
5.4. გასცეს ინფორმაცია სკოლაში შემოსული და სკოლიდან გადაგზავნილი კორესპონდენციების შესახებ.
5.5. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (portal.emis.ge) შეიყვანოს, ატვირთოს და განახორციელოს სხვდასხვა ოპერაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
მუხლი 14. სკოლის ექიმი
1.1. საჭიროების შემთხვევაში, პირველად დახმარებას უწევს სკოლაში მყოფ ნებისმიერ პირს: დასაქმებულს, მოსწავლეს და სხვა. პირველადი დახმარების გაწევა ხდება - ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესიის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს;
1.2. კრებს მონაცემებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ, აკვირდება და აანალიზებს სკოლაში არსებული ავადობის შემთხვევებს და შეიმუშავებს შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს;
1.3. სკოლაში ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში ახორციელებს აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას დაავადების კერის ლიკვიდაციის მიზნით; ამავდროულად, ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას;
1.4. მშობლის განცხადების საფუძველზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს სხვადასხვა სამედიცინო დიაგნოზის მქონე მოსწავლეები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა და სხვა).
1.5. დახმარებას უწევს სკოლის ადმინისტრაციას მძიმე ეპიდემილოგიური სიტუაციების მართვაში და აძლევს მათ შესაბამის რეკომენდაციებს.
1.6. სკოლაში მარტივად გავრცელებადი გადამდები დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, ახდენს ინფიცირებული მოსწავლის იზოლაციას და დაუყოვნებლივ უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
მუხლი 15. სკოლის ფსიქოლოგი
1.1. აკვირდება მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების პროცესს თითოეულ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ახორციელებს შესაბამის მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა თუ სკოლის ადმინისტრაციასთან;
1.2. აქტიურ მონაწილეობას იღებს და ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესში წარმოქმნილი/გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაში;
1.3. იკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში;
1.4. შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის. ასრულებს მედიატორის როლს;
1.5. საჭიროების შემთხვევაში, იკვლევს აღსაზრდელების ინდივიდუალურ თავისებურებებს.
მუხლი 16. სოციალური ქსელის მართვის ადმინისტრატორი
1.2. სკოლის ვებ-გვერდის მართვას;
1.3. სოციალურ ქსელებში სკოლის გვერდების მართვას;
1.4. სკოლის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაციას;
1.5. სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების ფოტო-გადაღებას და ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსებას;
1.6. სკოლის სიახლეებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სკოლის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსებას.
მუხლი 17. ესთეტიკური აღზრდის კოორდინატორი
1.1 უხელმძღვანელოს ესთეტიკური მიმართულების და გახანგრძლივებული წრეებს, რომლებიც ემსახურებიან ბავშვის განვითარებას;
1.2 მონიტორინგი გაუწიოს წრეების მუშაობის სისტემატურობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
1.3 ხელი შეუწყოს როგორც კლასიკური, ასევე, ტრადიციული ხალხური ხელოვნების დარგების ცნობადობის განვითარებას მოზარდთა შორის;
მუხლი 18. ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორი
1.1 საქმიანობას წარმართავს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იყოს მოსწავლეთა კეთილდღეობისათვის;
1.2 კოორდინირებას უწევს კლასის დამრიგებლების მეშვეობით მშობლების ჩართვას სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
1.3 ეხმარება კლასის დამრიგებლებს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ჩართულობის პროცესის სწორად განხორციელებაში;
1.4 კოორდინაციას უწევს საგნის მასწავლებლებისა და დამრიგებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს. ახდენს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;
1.5 ორგანიზებას უწევს სკოლის ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს.
1.6 ხელმძღვანელობს სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო დონეზე წარმართვას;
1.7 ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 19. სკოლის ბიბლიოთეკარი
1.2. ახორციელებს თავის საქმიანობას სკოლის ბიბლიოთეკის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
1.3. ზრუნავს იმ სასწავლო-მეთოდური თუ მხატვრული ლიტერატურის მოვლაზე, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაშია განთავსებული.
1.4. ეხმარება მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად საკითხავი მასალის შერჩევაში;
1.5. ბიბლიოთეკარის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია ბიბლიოთეკის დებულებაში;
1.6. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 20. თეატრალური წრის ხელმძღვანელი
1.1. გაუღვივოს მოსწავლეებს თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესი;
1.2. მოსწავლეებს შეასწავლოს ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორია;
1.3. უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის მეტყველების განვითარების ხელშეწყობა;
1.4. უზრუნველყოს სპექტაკლების მომზადება;
1.5. უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება მასწავლებლებთან ერთად.
მუხლი 21. ინკლუზიური განათლების კოორდინატორი
მუხლი 22. მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერი
1.1. აწარმოოს სასწავლო-მატერიალური ბაზის აღრიცხვა, დაცვა და შევსება, სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
1.2. უხელმძღვანელოს დამხმარე ტექნიკური პერსონალის გამართულ და ორგანიზებულ მუშაობას;
1.3. შეადგინოს სკოლაში განსახორციელებელი სამეურნეო სამუშაოების ნუსხა, დაგეგმოს მათი განხორციელების გზები და საშუალებები;
1.4. გააკონტროლოს სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
1.5. ჩაატაროს ინვენტარიზაცია.
მუხლი 23. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
1.1. უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა და მონიტორინგი;
1.2. მოახდინოს სკოლის სამუშაო სივრცეში საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება;
1.3. განახორციელოს რისკების შესამცირებლად საჭირო შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
1.4. შეიმუშაოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი განახლება;
1.5. განახორციელოს დანერგილი სისტემების და პროცედურების პერიოდული აუდიტი;
1.6. კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით ჩაუტაროს თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირული ტრენინგები;
1.7. უზრუნველყოს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების აღმოჩენა;
1.8. გაუწიოს სკოლის დირექტორს, დასაქმებულებსა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს შესაბამისი რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;
1.9. უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ასევე სკოლის მიერ შემუშვებული ჟურნალების წარმოება;
1.10. შეინახოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალები კანონმდებლობით დადენილი წესითა და ვადით;
1.11. მოამზადოს შესაბამისი ინსტრუქტაჟები სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესიებისთვის;
1.12. შეასრულოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
1.13. უზრუნველყოს კოვიდრეგულაციების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
1.14. შეასრულოს სკოლის დირექტორის დავალებები შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 24. სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
1.1. უზრუნველყოს სკოლის დაცვა და უსაფრთხოება;
1.2. დაიცვას სკოლის შენობა და ინვენტარი;
1.3. უზრუნველყოს სკოლის პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა;
1.4. არსებობის შემთხვევაში, გამოავლინოს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტები და განახორციელოს შესაბამისის ღონისძიებები;
1.5. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დამსაქმებლის სხვა მოთხოვნები.
მუხლი 25. სკოლის დღის/ღამის დარაჯი
1.1. უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვას;
1.2. სამუშაო საათებში უზრუნველყოფს სკოლის შენობისა და ქონების უსაფრთხოების დაცვას;
1.3. უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;
1.4. უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
1.5. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.
2.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით განახორციელოს სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა ღამის საათებში.
2.2. უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;
2.3. უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
2.4. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.
მუხლი 26. დამლაგებელი
1.1. უზრუნველყოს სკოლაში დერეფნებისა და საკლასო ოთახების დასუფთავება: იატაკის გაწმენდა სველი ტილოთი, ჭერიდან და კედლებიდან მტვრის ჩამოწმენდა, ფანჯრის რაფების სველი ტილოთი დამუშავება, ფანჯრებისა და კარების მინების გაწმენდა სპეციალური მინის საწმენდი სითხით, კლასების განიავება, მოაჯირებისა და სახელურების სპეციალური სითხით დამუშავება და ა.შ.;
1.2. დასვრილი კედლების გაწმენდა ღრუბლითა და სპეციალური საწმენდი სითხით;
1.3. გათბობის კონვექტორების გასუფთავება ლაქებისგან;
1.4. სველი წერტილების სპეციალური ხსნარით დამუშავება;
1.5. სპორტული მოედნის, ბაღის, შენობის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
1.6. დაიცვას სისუფთავე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას საკლასო ოთახებში, დერეფანსა თუ სველ წერტილებში;
1.7. შეასრულოს სკოლის დირექტორისა და მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის სხვა მითითებები.
მუხლი 27. შრომითი ურთიერთობების რეგულაცია
თავი V. სკოლის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 28. პედაგოგიური საბჭო
მუხლი 29. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია
ა) პედაგოგიური საბჭოს სამუშაო გეგმის დამტკიცება;
ბ) სკოლის მისიის განხილვა;
გ) სკოლის განვითარების ერთწლიანი და ექვსწლიანი სამოქმედო გეგმების გაცნობა/განხილვა;
დ) სასკოლო სასწავლო გეგმის გაუმჯობესების მექანიზმების განხილვა;
ე) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან კათედრების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება;
ვ) სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად გადაწყვეტილებების მიღება;
ზ) სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითადი საკითხების განხილვა;
თ) მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხის განხილვა;
ი) ისგ ჯგუფის მუშაობის შედეგების განხილვა.
კ) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასწავლო პროცესს გადაწყვეტილებების მიღება.
მუხლი 30. საგნობრივი კათედრები
მუხლი 31. კათედრის თავმჯდომარე
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება;
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (მაგ: კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
მუხლი 32. სკოლის საგნობრივი კათედრებია:
მუხლი 33. საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაცვლა, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) პერიოდულად ღია გაკვეთილების ორგანიზება, მასზე დასწრება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
ზ) კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრის შეკრება სავალდებულოა სასწავლო წლის დაწყებამდე.
თავი VI. მასწავლებლის, დამრიგებლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები
მუხლი 34. მასწავლებელი
ა) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომითი ხელშკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;
დ) ჩარევის გარეშე განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა და სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
ე) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 35. კლასის დამრიგებელი
ა) სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში და დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს;
ბ) დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ;
გ) ყოველი ახალი კლასის მიღების დროს ყოფილი დამრიგებლისგან გადაიბაროს კლასის დოკუმენტაცია;
დ) მოსწავლე გაკვეთილებიდან გაათავისუფლოს მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის თანხმობის შემდეგ;
ე) დაიცვას საკლასო ჟურნალის წარმოების წესები. მათი დარღვევის შემთხვევაში აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას და შეცდომის დაშვების შემთხვევაში დაამოწმოს ხელმოწერით;
ვ) სკოლის ადმინისტრაციას გადასცეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი საათების გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია;
ზ) ექსკურსიის დაგეგმვისას კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს სკოლის დირექტორის მოადგილეს.
თ) ყოველი სემესტრის და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნები დროულად და ზუსტად შეიტანოს სასკოლო ნიშნების ფურცელში, სადაც ხდება ამ ნიშნების აღრიცხვა.
ი) ორგანიზება გაუწიოს მშობლებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს;
კ) დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ.
მუხლი 36. სკოლის მოსწავლე
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა რესურსებით;
გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის ადმინისტრაციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;
ე) პერიოდულად მოახდინოს სკოლის პერსონალის მუშაობის და სასწავლო პროცესის შეფასება;
ვ)გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ;
ზ) არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობაში თავისი ინტერესების შესაბამისად;
თ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში;
ი) ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასადილოს მომსახურებით;
კ) მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის დებულებით და საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
ლ) იცნობდეს სკოლის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები;
ა) სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლოს ყველა სავალდებულო საგანი; რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;
ბ) დაიცვას სკოლის დებულება, შინაგანაწესი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
გ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
დ) სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;
ე) პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს.
თავი VII. მშობლებთან ურთიერთობა, შიდა კონტროლის წესი და თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობა
მუხლი 37.მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა:
4 კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
ა) დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
ბ) მინიმუმ სემესტრში ორჯერ აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების და გაცდენების შესახებ;
გ) გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
დ) საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;
ე) შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი.
თავი VIII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 38. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.
თავი IX. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 39. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება